ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპის მარცხის შემთხვევაში ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დარწმუნებული არ ვარ
ჯო ბაიდენი - დონალდ ტრამპის მარცხის შემთხვევაში ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დარწმუნებული არ ვარ

დონალდ ტრამპის მარცხის შემთხვევაში ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დარწმუნებული არ ვარ, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „სიბიესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

ეს იყო ბაიდენის პირველი ინტერვიუ მას შემდეგ, რაც ის საარჩევნო რბოლას გამოეთიშა.

„ტრამპი რასაც ამბობს, იმას გულისხმობს. ჩვენ კი სერიოზულად არ აღვიქვამთ. მან თქვა, რომ თუ ის დამარცხდება, ქვეყანაში სისხლისღვრა იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მარტში აშშ-ის ავტოინდუსტრიაზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი არჩევნებში დამარცხებას სისხლისღვრა მოჰყვება. ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. საპასუხოდ, ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ აღნიშნული განცხადება სპეციფიკურად ავტოინდუსტრიას ეხებოდა და დემოკრატებმა ის კონტექსტიდან ამოგლიჯეს, რათა პოლიტიკური დივიდენდები მიეღოთ.