ჯო ბაიდენი დონალდ და მელანია ტრამპებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს
აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
ამის შესახებ ბაიდენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.
„ჯილი და მე პრეზიდენტ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანიას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გავაგრძელებთ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის ლოცვას“, – წერს ჯო ბაიდენი.
შეგახსენებთ, პირველ ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი კორონავირუსით დაინფიცირდნენ.