ჯო ბაიდენი - „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან ერთად შევთანხმდით, რომ წინ წავიდეთ სანქციების დამანგრეველი პაკეტებით, რათა პასუხი აგოს რუსეთმა
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან ერთად შევთანხმდით, რომ წინ წავიდეთ სანქციების დამანგრეველი პაკეტებით და სხვა ეკონომიკური ზომებით, რათა პასუხი აგოს რუსეთმა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ტვიტერში“ დაწერა.
„დღეს დილით, შევხვდი ჩემს კოლეგებს „დიდ შვიდეულში“, რათა განმეხილა პრეზიდენტ პუტინის გაუმართლებელი თავდასხმა უკრაინაზე და ჩვენ შევთანხმდით, რომ წინ წავიდეთ სანქციების დამანგრეველი პაკეტებით და სხვა ეკონომიკური ზომებით, რათა პასუხი აგოს რუსეთმა. ჩვენ ვდგავართ უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით“, – დაწერა ჯო ბაიდენმა „ტვიტერზე“.