მერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ოცეული სამიტზე დასასწრებად რომში გაემგზავრა.
როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი რომში შეხვედრას გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ხოლო გლაზგოში დაგეგმილ კლიმატის თემისადმი მიძღვნილ სამიტზე თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ისაუბრებს.
გავრცელებული ცნობით, ბაიდენისა და მაკრონის მოლაპარაკებები 29 ოქტომებრს საღამოს რომში მდებარე საფრანგეთის საელჩოში გაიმართება.
რაც შეეხება ბაიდენის და ერდოღანის შეხვედრას, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა დიდი ალბათობით გაიმართება, თუმცა დადასტურებულად ამის თქმა მას არ შეუძლია.
მისივე თქმით, ბაიდენი რომში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრაში, სადაც ირანის „ბირთვული შეთანხმების“ საკითხს განიხილავენ.
ბაიდენი ასევე ისაუბრებს მსოფლიოში საწვავის ფასების ზრდით გამოწვეულ კრიზისზე. ის ამ საკითხზე ენერგორესურების მომხმარებელი ქვეყნების მეთაურებს გაესაუბრება.