ჯო ბაიდენი დღეს „ბუქარესტის ცხრიანის“ ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს „ბუქარესტის ცხრიანის“ ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, თავის გამოსვლაში ჯო ბაიდენი დააფიქსირებს ვაშინგტონის სწრაფვას, უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს ცენტრალური ევროპის, ასევე ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებთან.
„ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტში მონაწილება მიიღებენ პოლონეთის, რუმინეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ბულგარეთისა და ჩეხეთის ლიდერები.