დემოკრატიამ გაიმარჯვა, – ასე გამოეხმაურა ჯო ბაიდენი საარჩევნო კოლეგიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადებას.
„ამერიკის სულისთვის ამ ბრძოლაში დემოკრატიამ გაიმარჯვა. ახლა დროა, გადავშალოთ ფურცელი, როგორც ჩვენი ისტორიის განმავლობაში გაგვიკეთებია, გაერთიანებისთვის და განკურნებისთვის. ამ ქვეყანაში დემოკრატიის ცეცხლი დიდი ხნის წინ აინთო. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვერც პანდემია და ვერც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ვერ ჩააქრობს ამ ცეცხლს “, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დელავერის შტატიდან გაკეთებული მიმართვის დროს.
ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო კოლეგიის ხმების 306/232-ზე განაწილება ზუსტად ისეთივეა, როგორც 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების დროს, რასაც მაშინ რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა „მეწყერი“ უწოდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საარჩევნო სისტემის მიხევდით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, კანდიდატმა კოლეგიის წევრთა 538-დან სულ მცირე 270 ხმა უნდა მოიპოვოს.