ჯო ბაიდენი - დებატებამდე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე ვიმოგზაურე, დავბრუნდი და დებატებზე კინაღამ ჩამეძინა
დებატებამდე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე ვიმოგზაურე, დებატებზე კი კინაღამ ჩამეძინა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპთან დებატებზე მისი გამოსვლა საუკეთესო არ იყო და ამის მიზეზად საზღვარგარეთ განხორციელებული ორი ვიზიტის დროს ფრენით გადაღლილობა დაასახელა.
„არ მქონდა საუკეთესო ღამე. გადავწყვიტე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე მოგზაურობა დებატებამდე. არ მოვუსმინე ჩემს თანამშრომლებს, დავბრუნდი და კინაღამ სცენაზე ჩამეძინა. ამას გამართლება არ აქვს, თუმცა ეს არის ახსნა“, – განაცხადა ბაიდენმა.
გასულ თვეში, ორი კვირის განმავლობაში ბაიდენი იტალიასა და საფრანგეთში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, Reuters/Ipsos-ის უახლესი გამოკითხვის თანახმად, ყოველი მესამე დემოკრატი ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.