ჯო ბაიდენი - დავუკავშირდი ნეთანიაჰუს, რათა მიმეწოდებინა ინფორმაცია სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად
ჯო ბაიდენი - დავუკავშირდი ნეთანიაჰუს, რათა მიმეწოდებინა ინფორმაცია სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა „ტვიტერში“ დაწერა.

„კვლავ დავუკავშირდი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატო აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა ისრაელისადმი და მიმეწოდებინა ახალი ინფორმაცია სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. დროა, ყველა ქვეყანამ ცალსახად დაგმოს „ჰამასი“, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც არ წარმოადგენს პალესტინელი ხალხის მისწრაფებებს“, – დაწერა ბაიდენმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.