ჯო ბაიდენი - დარწმუნებული ვარ, აშშ-ში არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ არ ვიცი, იქნება თუ არა მშვიდობიანი
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამონათქვამების გამო, დარწმუნებული არ არის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიანი იქნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ არ ვიცი, იქნება თუ არა მშვიდობიანი. ის, რაც ტრამპმა თქვა და ის, რაც მან წინა ჯერზე განაცხადა, როდესაც არ მოეწონა არჩევნების შედეგები, ძალიან სახიფათო იყო“, – განაცხადა ბაიდენმა.