ჯო ბაიდენი დაპირდა მოქალაქეებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას აბორტის უფლებისთვის
ჯო ბაიდენმა აბორტების აკრძალვის შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ეს სევდიანი დღეა სასამართლოსთვის და მთელი ქვეყნისთვის“. მისივე თქმით, სასამართლოს ვერდიქტი აშშ-ის 150 წლით უკან დააბრუნებს.
ბაიდენის დაპირდა მოქალაქეებს, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას აბორტის უფლებისთვის, მაგრამ როგორც პრეზიდენტი განმარტავს, მას არ აქვს უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება.
მან მოუწოდა ამომრჩევლებს კონგრესში მათ წარმომადგენლებს მოსთხოვონ აბორტის უფლების კანონით განსაზღვრა.
ამასთან, ბაიდენმა მოუწოდა აბორტის უფლების აკრძალვის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე.
„დაშინება და ძალადობა არასდროს არის მისაღები“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის ეს განცხადება ფენიქსში მომხდარ არეულობას უკავშირდებოდა, რა დროსაც აბორტის უფლების მომხრეები არიზონას შტატის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეჭრას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ლოს ანჯელესში კი, მომიტინგეებმა ცოტა ხნით გადაკეტეს ავტომაგისტრალი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 24 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 1973 წელს მიღებული გადაწყევტილება გააუქმა და აშშ-ში ფედერალურ დონეზე აბორტები აკრძალა.