ჯო ბაიდენი და სი ძინპინი 16 ნოემბერს პერუში შეხვედრას გამართავენ
ჯო ბაიდენი და სი ძინპინი 16 ნოემბერს პერუში შეხვედრას გამართავენ

16 ნოემბერს პერუში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ეს იქნება ბაიდენის ბოლო შეხვედრა ჩინელ კოლეგასთან პრეზიდენტის რანგში.

ოფიციალური პირების განცხადებით, ლიდერები პერუში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში შეხვდებიან.

მათივე თქმით, მოსალოდნელია, რომ ორი ლიდერი მოლაპარაკებებს გამართავს გლობალურ საკითხებზე, მათ შორის ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობებზე.