ჯო ბაიდენი - ჩვენი ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ არის რკინისებური
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის საკითხზე თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ბაიდენი „ტვიტერზე“ წერს.
„მე ახლახან შევხვდი ჩემს ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, რათა გამეგო ირანის თავდასხმების შესახებ ისრაელის წინააღმდეგ. ჩვენი ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ირანისა და მისი მარიონეტების საფრთხის წინააღმდეგ არის რკინისებური“, – წერს ბაიდენი.