ჯო ბაიდენი - ჩვენ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ასრულებს თავის სიტყვას და ყველა გვენდობა
ჩვენ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ასრულებს თავის სიტყვას და ყველა გვენდობა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან დებატებისას განაცხადა.
„რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ჩვენ წარუმატებელი ქვეყანა ვართ, მე არასდროს არ მომისმენია, რომ პრეზიდენტს ასე ესაუბრა. ჩვენ მსოფლიოში შესაშური ქვეყანა ვართ. დამისახელეთ რომელიმე მსხვილი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არ გაცვლიდა ადგილს აშშ-თან ყველა ჩვენი პრობლემისა და შესაძლებლობისთვის. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე პროგრესული ქვეყანა ვართ მიზნების მიღწევის კუთხით. ჩვენ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ასრულებს თავის სიტყვას და ყველა გვენდობა. ყველა ჩვენი მოკავშირე და ყველა ის, ვისაც ის ელოლიავება, დაწყებული კიმ ჩენ ინით, რომელსაც ის სასიყვარულო წერილებს უგზავნის, დამთავრებული პუტინით, მათ არ სურთ ჩვენთან პრობლემები“, – განაცხადა ბაიდენმა.