ჯო ბაიდენი - ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადეთ ქაოსის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბოლო ვადის შედეგად დარჩა
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადეთ იმ ქაოსის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბოლო ვადის შედეგად დარჩა. ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც პირველი – ჩვენ უნდა უზრუნველგვეყო სამართლიანი საგადასახადო სისტემა. კითხვით მივმართავ აუდიტორიას, ფიქრობთ, რომ საგადასახადო სისტემა სამართლიანია? – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელედებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპმა გაზარდა გადასახადები და ახლა მას სურს, დააწესოს 10%-იანი ტარიფები ყველაფერზე, რაც აშშ-ში შემოვა.
„მე ვთქვი, ვინც 400 ათასზე ნაკლებს გამოიმუშავებს, მათ ერთი პენითაც არ გაეზრდებოდათ გადასახადები და ეს არ მოხდება, თუ კვლავ ამირჩევენ. ამ კაცმა გაზარდა თქვენი გადასახადები დეფიციტის გამო. პირველ რიგში, მან გაზარდა ინფლაცია ქაოსის გამო, რომელიც მის შედეგად დარჩა, იმის ფონზე, როგორ გაუმკლავდა ის პანდემიას. ახლა მას სურს, დაგაკისროთ 10%-იანი ტარიფები ყველაფერზე, რაც აშშ-ში შემოვა.
მას სურს, მოიშოროს „მედიქეას“ შესაძლებლობა, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტის ფასებზე მოველაპარაკოთ. ჩვენ შევძელით 35 დოლარამდე შეგვემცირებინა ინსულინის ფასი, ნაცვლად 400-სა, ანუ არაუმეტეს 2 000 დოლარი თითოეული ხანდაზმულისთვის, იმის მიუხედავად, რამდენი რეცეპტი სჭირდება. იცით, ამან რა მოგვიტანა? 160 მილიარდი დოლარით შეამცირა ფედერალური ვალი 10 წლის განმავლობაში. მთავრობას არ მოუწევს, გადაიხადოს გადაჭარბებული ფასები. მე მას ხელმისაწვდომს გავხდი ყველა ხანდაზმულისთვის. მას კი ამის მოსპობა სურს. მე უზრუნველვყოფ, გვქონდეს ბავშვთა ზრუნვა. ვაპირებთ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბავშვთა ზრუნვისთვის კრედიტები. ვიზრუნებ, ყველაფერი გავაკეთოთ ტყვიის მილებთან დაკავშირებით და ყველაფერზე, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს ქვეყანაში. ვიბრძოლებთ ინფლაციის შესამცირებლად“, – განაცხადა ბაიდენმა.