ჯო ბაიდენი - ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰში ფართომასშტაბიანი შეჭრის ბრძანებას თუ გასცემს, აშშ შეაჩერებს ზოგიერთი ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას
ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰში ფართომასშტაბიანი შეჭრის ბრძანებას თუ გასცემს, აშშ შეაჩერებს ზოგიერთი ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეიზდენტმა, ჯო ბაიდენმა „სეინენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ამ ბომბებით, რომელთა სამიზნეც იყო დასახლებული პუნქტები, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და იმ სხვა გზებით, რომელთა სამიზნეც იყო დასახლებული პუნქტები. მე გარკვევით განვაცხადე, რომ თუ ისინი შევლენ რაფაჰში, სადაც ჯერ არ შესულან, არ მივაწოდებ იარაღს, რომელიც ისტორიულად გამოიყენებოდა რაფაჰთან საბრძოლველად, ქალაქებთან საბრძოლველად – ეს კი ამ პრობლემას წყვეტს“, – თქვა ბაიდენმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, ის გაგრძელებს ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ბაიდენის თქმით, არ მიიჩნევს, რომ ისრაელის რაფაჰზე იერიში სახმელეთო ოპერაციაა.
„ისინი არ შესულან დასახლებულ პუნქტებში. რაც გააკეთეს, არის საზღვარზე“, – თქვა მან.
ინტერვიუს დროს ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, გადაკვეთა თუ არა ისრაელმა წითელი ხაზი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ჯერ არა.