ჯო ბაიდენი ავღანეთს ნატო-ს მიღმა მთავარი მოკავშირის სტატუსს გაუუქმებს
აშშ-ის პრეზიდენტი ავღანეთს აშშ-ის ნატო-ს მიღმა მთავარი მოკავშირის სტატუსს გაუუქმებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია.
პრეზიდენტი ამ ინიციატივით წარმომადგენელთა პალატას მიმართავს.
„გატყობინებთ ჩემი განზრახვის შესახებ, გავაუქმო ავღანეთის, როგორც არა-ნატოს წევრი მთავარი მოკავშირის წოდება“, – ნათქვამია პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისადმი წერილში.
ავღანეთი აშშ-ის ნატო-ს მიღმა ძირითადი მოკავშირეების სიაში 2012 წლიდან ფიგურირებდა. აშშ ავღანეთიდან 2021 წლის აგვისტოდან გავიდა, რის შემდეგაც ხელისუფლებაში მოძრაობა „თალიბანი“ მოვიდა.