ჯო ბაიდენი - აშშ „უახლოეს პერსპექტივაში“ ნატო-ს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯარებს გაგზავნის
აშშ „უახლოეს პერსპექტივაში“ ნატო-ს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯარებს გაგზავნის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ვადა, როდის გეგმავს ვაშინგტონი ევროპაში სამხედროების გაგზავნას, თუმცა ბაიდენმა თქვა, რომ ჯარისკაცების რაოდენობა დიდი არ იქნება.
პენტაგონის ინფორმაციით, ევროპაში გასაგზავნად 8 500 ჯარისკაცი მზადყოფნაშია, რომელთა შორის არის „სამედიცინო მხარდაჭერა, საავიაციო მხარდაჭერა და ლოგისტიკური მხარდაჭერა“.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, პუტინს ახლა უკვე აქვს სამხედრო შესაძლებლობა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იმოქმედოს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვჯერა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, გამოიყენოს ეს ძალები უკრაინის წინააღმდეგ, მას ახლა აშკარად აქვს ეს შესაძლებლობა და მის ხელთ არის მრავალი ვარიანტი, მათ შორის ქალაქებისა და მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება, მაგრამ ასევე იძულებითი ქმედებები ან პროვოკაციული პოლიტიკური აქტები, როგორიცაა სეპარატისტული ტერიტორიების აღიარება. მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული სახელმწიფო მედია საუბრობს აღმოსავლეთ უკრაინაში სავარაუდო ქმედებებზე. ეს პირდაპირ რუსული სათამაშო წიგნიდანაა და ისინი არ გვატყუებენ“, – აღნიშნა ოსტინმა ოსტინმა.