ჯო ბაიდენი - აშშ სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გასაყიდად გამოიტანს
აშშ სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გასაყიდად გამოიტანს, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ყოველდღიურად ბაზარზე ერთ მილიონ ბარელ ამერიკულ ნავთობს გაიტანენ და ეს ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„დღეს გავეცი ნებართვა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სტრატეგიული მარაგიდან ყოველდღიურად მილიონი ბარელი ნავთობი გაიტანონ ბაზარზე“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება.
„ჩვენთან ფასები იზრდება ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო. მომარაგება საკმარისი არ არის. თუ ჩვენ გვჭირდება გაზის ფასების შემცირება, უნდა გავზარდოთ ნავთობის მიწოდება“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, თეთრ სახლში ეს გადაწყვეტილება მიიღებს ევროპელ მოკავშირეებთან შეთანხმებით და სხვა ქვეყნებიც გამოიტანენ ბაზარზე ნავთობს მარაგებიდან.
„ქვეყნები ერთად დგებიან, რათა პუტინს აღარ ჰქონდეს საშუალება, მოახდინოს ენერგიის იარაღად გამოყენება ამერკელი ოჯახების და მსოფლიოს გარშემო დემოკრატების წინააღმდეგ“, – განაცხადა ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ შავი ოქროს ღირებულებამ დღეს კლება დაიწყო მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ აშშ სტრატეგიული მარაგიდან ნავთობის ბაზარზე გამოტანას აპირებს.