აშშ-ში კიდევ 66 მილიონი ადამიანია ასაცრელი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
როგორც ბაიდენი ამბობს, ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დავალდებულებამ შედეგი გამოიღო და აცრილთა რაოდენობა გაზრდილია, თუმცა ქვეყანაში კიდევ რჩება 66 მილიონი ადამიანი, ვისაც ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია.
მისივე თქმით, უახლოეს ხანში შრომის დეპარტამენტი წარმოადგენს ვაქცინაციის ვალდებულებას კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
„ახლა აუცრელია 66 მილიონი, მაგრამ ესეც მიუღებელი რაოდენობაა. ახლა ვერ დავნებდებით“, – განაცხადა ბაიდენმა.
„როიტერის“ ცნობით, ამჟამად აშშ-ში მოქალაქეების 66,3% ერთჯერადად არის აცრილი, ხოლო 57,3% სრულადაა ვაქცინირებული.