ჯო ბაიდენი - აშშ საჭიროების შემთხვევაში განიხილავს სხვადასხვა ინსტრუმენტს და გამოიყენებს კონტრაქტებს ქვეყნებთან ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის
ჯო ბაიდენი - აშშ საჭიროების შემთხვევაში განიხილავს სხვადასხვა ინსტრუმენტს და გამოიყენებს კონტრაქტებს ქვეყნებთან ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში განიხილავს სხვადასხვა ინსტრუმენტს და გამოიყენებს კონტრაქტებს ქვეყნებთან ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში განაცხადა.

„ჩვენს არსენალში გვაქვს სხვა ინტრუმენტები, რომლებთანაც საქმე გვექნება. მე ვისაუბრებ სხვა ქვეყნებთან შესაფერის დროს, რათა მეტი ენერგია მივიღოთ მილსადენით“, – აღნიშნა ბაიდენმა.

OPEC+-ის შეთანხმების ქვეყნები ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე დარჩნენ თავიანთი გეგმის ერთგულები, აღადგინონ ნავთობის მოპოვება არაუმეტეს 400 ათასი ბარელის ოდენობით დღეში, იმპორტიორების, პირველ რიგში კი აშშ-ის მოწოდების მიუხედავად, რომ დააჩქარონ ნავთობის მიწოდება არსებულ მწირ ბაზარზე. რუსეთისა და საუდის არაბეთის საერთო პოზიცია იყო, რომ შემცირებული მოთხოვნისა და ფასების პოტენციური ვარდნის გამო უკვე შეუძლებელია ნავთობის მოპოვების გაზრდა არსებულ გარემოში.