ჯო ბაიდენი - აშშ მხარს უჭერს, რომ იაპონია გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი გახდეს
აშშ მხარს უჭერს, რომ იაპონია გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი გახდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან შეხვედრისას განაცხადა.
იაპონური მედიის ინფორმაცით, ჯო ბაიდენის ვიზიტის დღის წესრიგი ძირითადად ჩინეთზე იქნება ფოკუსირებული. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალურად გამოაცხადებს ინდო-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ჩარჩოს შესახებ, რომელიც მოიცავს შეხვედრებს იაპონიის, ინდოეთის და ავსტრალიის ლიდერებთან ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის ჯგუფში.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო დროს გაიზარდა მოწოდებები გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმაზე, სადაც მუდმივი წევრები რუსეთი და ჩინეთი არიან.