ჯო ბაიდენი - აშშ გააგრძელებს უკრაინელების გვერდით დგომას, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლტავაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა დაგმო.
ჯო ბაიდენის თქმით, თავდასხმა არის ტრაგიკული შეხსენება პუტინის უწყვეტი და აღმაშფოთებელი მცდელობების, დაარღვიოს თავისუფალი ხალხის ნება.
„აშშ გააგრძელებს უკრაინელების გვერდით დგომას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და შესაძლებლობებით უზრუნველყოფას, რაც თავიანთი ქვეყნის დასაცავად სჭირდებათ. არ შეცდეთ, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. უკრაინის ხალხი გაიმარჯვებს. ამ ტრაგიკულ დღეს და ყოველდღე აშშ მათ გვერდით დგას“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
პოლტავაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 51 ადამიანი, 219 პირი კი დაშავდა.