ჯო ბაიდენი - აშშ და ნატო-ს მოკავშირეები არ იომებენ რუსეთთან უკრაინაში
ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო-ს მოკავშირეები არ იომებენ რუსეთთან უკრაინაში, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, მსოფლიო ერთიანია და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.
„პირდაპირი კონფრონტაცია ნატო-სა და რუსეთს შორის არის მესამე მსოფლიო ომი, ეს კი, უნდა ავირიდოთ თავიდან. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ გამარჯვებით არასდროს დასრულდება. მას იმედი ჰქონდა, რომ უკრაინაში დომინანტ პოზიციას ბრძოლის გარეშე მიიღებდა, მაგრამ ეს გეგმა ჩაუვარდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ევროპის გამბედაობას დაანაწევრებდა და ესეც არ გამოუვიდა. მას სურდა ტრანსატლანტიკური ალიანსის დასუსტება, მაგრამ ესეც ვერ შეძლო. მას სურდა ამერიკის დემოკრატიის დაყოფა, თუმცა ეს გეგმაც ჩავარდა. ამერიკელი ხალხი ერთიანია. მსოფლიო ერთიანია და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ არ დავუშვებთ რომ ავტოკრატებმა უკარნახონ სამყაროს გეზი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.