ჯო ბაიდენი - აშშ არ გაგზავნის სამხედროებს უკრაინაში, თუმცა გააგრძელებს დახმარების გაგზავნას
ჯო ბაიდენი - აშშ არ გაგზავნის სამხედროებს უკრაინაში, თუმცა გააგრძელებს დახმარების გაგზავნას

აშშ არ გაგზავნის სამხედროებს უკრაინაში, თუმცა გააგრძელებს დახმარების გაგზავნას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა მისი ადმინისტრაცია უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, ბაიდენმა აღნიშნა: „ვაგზავნით ჩვენს სამხედროებს უკრაინაში? არა, ჩვენ ვაგზავნით მასალებს, როგორც აქამდე, მილიონობით დოლარის ღირებულების“.

„სიენენის“ ცნობით, თეთრმა სახლმა კონგრესს კიევისთვის დამატებით 37,7 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა. ტელეკომპანიის მონაცემებით, 21,7 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის, ასევე სამხედრო, სადაზვერვო და სხვა სახის თავდაცვითი მხარდაჭერისთვის; 14,5 მილიარდი დოლარი – უკრაინის ბიუჯეტის პირდაპირი მხარდაჭერისთვის, 626 მილიონი დოლარი – უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სანავთობო რეზერვის მოდერნიზებისთვის, 900 მილიონი დოლარი – სამედიცინო დახმარებისთვის, მათ შორის გათავისუფლებული უკრაინელი ტყვეების რეაბილიტაციისთვის.