ჯო ბაიდენი - არ ვაღიარებთ ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას, არ ვფიქრობთ, რომ არსებობს ეკვივალენტობა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის
აშშ არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს მარტივია, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ იურისდიქციას. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ არსებობს ეკვივალენტობა იმას შორის, რაც გააკეთა ისრაელმა და რაც გააკეთა „ჰამასმა“, – განაცხადა ბაიდენმა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.