ჯო ბაიდენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთიდან ჰაკერების ქმედებების საპასუხოდ, აშშ-მა კიბერშეტევები განახორციელოს
ჯო ბაიდენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთიდან ჰაკერების ქმედებების საპასუხოდ, აშშ-მა კიბერშეტევები განახორციელოს.
მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტს კიბერიერიშების აღკვეთა მოსთხოვა. ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი ყველა საჭირო ზომას მიმართავს, რათა დაიცვას ამერიკელი ხალხი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენი და პუტინი 16 ივლისს ჟენევაში გამართული შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიულ საკითხებზე კონსულტაციებს გამართავენ, მათ შორისაა კიბერუსაფრთხოების თემა. აშშ-ის პრეზიდენტმა ამავე შეხვედრაზე პუტინს გადასცა 16 მნიშვნელოვანი სფეროს ჩამონათვალი, რომელზეც ჰაკერების თავდასხმები აკრძალული იქნება.