ჯო ბაიდენი - ამ ათწლეულში ვარ ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც არ ჰყავს სამხედროები, რომლებიც მსოფლიოს რომელიმე ნაწილში იღუპებიან, როგორც დონალდ ტრამპის დროს იყო
ამ ათწლეულში მე ვარ ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც არ ჰყავს სამხედროები, რომლებიც მსოფლიოს რომელიმე ნაწილში იღუპებიან, როგორც დონალდ ტრამპის დროს იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან ტელედებატებისას განაცხადა.
„რაც შეეხება სამხედრო საკითხებს, როდესაც ის იყო პრეზიდენტი, ავღანეთში ჯერ კიდევ კლავდნენ ადამიანებს და ის არაფერს აკეთებდა ამასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ როდესაც ის იყო პრეზიდენტი, ჩვენ ვიყავით უსაფრთხო ქვეყანა. სიმართლე კი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ათწლეულში მე ვარ ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც არ ჰყავს სამხედროები, რომლებიც მსოფლიოს რომელიმე ნაწილში იღუპებიან, როგორც მის დროს იყო“, – განაცხადა ბაიდენმა .
ავღანეთის საკითხზე საუბრისას ტრამპმა ბაიდენს უპასუხა: „რაც შეეხება ავღანეთს, ჩვენ ავღანეთიდან გავდიოდით ღირსებით, სიმტკიცით, სიძლიერით. მისი გასვლა იყო ყველაზე სამრცხვინო დღე ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ისტორიაში“.