ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კალიფორნიაში ალექსეი ნავალნის მეუღლესა და შვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა აღფრთოვანება გამოხატა ალექსეი ნავალნის არაჩვეულებრივი გამბედაობისა და მისი ბრძოლის მიმართ კორუფციის წინააღმდეგ, ასევე, თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთისთვის, სადაც კანონის უზენაესობა ყველაზე თანაბრად ვრცელდება“, – წერია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ჯო ბაიდენმა ალექსეი ნავალნის ოჯახთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ნავალნის ღვაწლი გაგრძელდება იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც მთელ რუსეთსა და მთელ მსოფლიოში გლოვობენ მის გარდაცვალებას და იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის.
„პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ახალი დიდ სანქციების შესახებ განაცხადებს ალექსეის სიკვდილის, რუსეთის რეპრესიებისა, აგრესიის, ასევე უკრაინაში მისი სასტიკი და უკანონო ომის საპასუხოდ“, – წერია განცხადებაში.