ჯო ბაიდენი - ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი ომი არავის ინტერესებში არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია დაიძაბა, დიპლომატიური გამოსავალი მაინც შესაძლებელია
ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი ომი არავის ინტერესებში არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია დაიძაბა, დიპლომატიური გამოსავალი მაინც შესაძლებელია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობიანი მოგვარება რჩება ერთადერთ გზად გრძელვადიანი უსაფრთხოებისკენ, რომელიც საშუალებას მისცემს ორივე ქვეყნის მცხოვრებლებს, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.
ჯო ბაიდენმა მოუწოდა ისრაელს და „ჰამასს“, შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების ხელშეკრულებაზე.
„ათასობით ირანის მხარდაჭერილი „ჰამასის“ ტერორისტი შეიჭრა სუვერენულ სახელმწიფოში, დახოცეს 1 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 46 ამერიკელი საკუთარ სახლებში და მუსიკალურ ფესტივალზე. სექსუალური ძალადობის საზიზღარი აქტები. მძევლად აყვანილი ორას ორმოცდაათი უდანაშაულო. მე შევხვდი იმ მძევლების ოჯახებს. მე მათთან ერთად ვწუხვარ. ისინი ჯოჯოხეთს გადიან. ღაზაში უდანაშაულო მოქალაქეებიც ჯოჯოხეთს გადიან. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის დამხმარე მუშაკები, დევნილი ძალიან ბევრი ოჯახი, ხალხმრავლობა კარვებში, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის წინაშე. მათ არ უთხოვიათ ეს ომი, რომელიც „ჰამასმა“ დაიწყო. კატარსა და ეგვიპტეს შევთავაზე შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. ის გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ დაამტკიცა. ახლა დადგა დრო, რომ მხარეებმა შეათანხმონ პირობები, დააბრუნონ მძევლები სახლში, უზრუნველყონ ისრაელისა და ღაზის უსაფრთხოება, თავისუფალი „ჰამასის“ მმართველობისგან, ღაზაში ტანჯვის შესამსუბუქებლად და ამ ომის დასასრულებლად“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.