ჯო ბაიდენი - ახლა უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები არ სჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ ეტაპზე უკრაინისთვის ამერიკული ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ავიაგამანადგურებლებს უკრაინას არასდროს მიაწვდიან, ბაიდენმა უპასუხა: „შეუძლებელია იმის ცოდნა, რა სახის დახმარება დასჭირდება უკრაინის თავდაცვას მომავალში. თუმცა, ჩვენი სამხედროების აზრით, ახლა არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ აუცილებელია F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდება. ზელენსკის ახლა F-16-ები არ სჭირდება“.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავიაგამანადგურებლების მიწოდებას უკვე დიდი ხანია ითხოვს.