ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომი თავიდან უნდა იქნას აცილებული
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომის არიდება აუცილებელია. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დელავერის შტატში, საჰაერო ძალების ბაზაზე სტუმრობის დროს განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი რეგიონული კონფლიქტის არიდება, ბაიდენმა უპასუხა, რომ ნამდვილად უნდა იქნას აცილებული მსგავსი კონფლიქტი.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარს გეგმავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის.
„როდესაც დაველაპარაკები, შემდეგ გეტყვით, რა ვუთხარი მას“, – უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტებს.