ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მრავალი საკითხი აქვს განსახილველი
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მრავალი საკითხი აქვს განსახილველი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ბევრი საკითხი აქვს განსახილველი.

ამის შესახებ ბაიდენმა „ტვიტერში“ დაწერა.

„ვიმედოვნებ, რომ კარგად მგზავრობ, ვოლოდიმირ. სიხარულით გელით აქ. ბევრი რამ არის განსახილველი“, – წერს ჯო ბაიდენი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება, ასევე სიტყვით გამოვა კონგრესში და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.