ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერებაზე ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას დიდ შეცდომას უწოდებს.
ამის შესახებ ბაიდენმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში მისვლისას განაცხადა, სადაც „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ ფედერალური კრებისადმი მიმართვაში განაცხადა.
2010 წელს გაფორმებული შეთანხმება ორი ქვეყნის ბირთვულ შეიარაღებაზე ლიმიტს აწესებს. 2021 წელს ვაშინგტონმა და მოსკოვმა შეთანხმება ხუთი წლით გაახანგრძლივეს.