ჯო ბაიდენი - დღე, რომლისთვისაც დიდხანს ვმუშაობდით, ბრიტნი გრინერი უსაფრთხოდ არის და უკვე გზაშია
დღე, რომლისთვისაც დიდხანს ვმუშაობდით, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ციხიდან კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის გათავისუფლებას.
როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, ბრიტნი გრინერი უსაფრთხოდ არის და უკვე გზაშია. მან მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს გრინერის დაბრუნების პროცესში ფასილიტაციისთვის.
„ბოლო რამდენიმე თვე მისი მეუღლისთვის, ოჯახისთვის და თანაგუნდელებისთვის ჯოჯოხეთი იყო“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გრინერს ტელეფონით უკვე ესაუბრა. ბაიდენის თქმით, ის რუსეთში მიუღებელ გარემოებებში იმყოფებოდა.
ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რუსეთში დაკავებული ბრიტნი გრინერის გათავისუფლების სანაცვლოდ, ვაშინგტონი იარაღით ცნობილ მოვაჭრეს, ვიქტორ ბუტს გაათავისუფლებს.