ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რესპუბლიკელებს მისი იმპიჩმენტი მთავრობის მუშაობის შეჩერების მიზნით სურთ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რესპუბლიკელებს მისი იმპიჩმენტი მთავრობის მუშაობის შეჩერების მიზნით სურთ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა გამოძიებას „პოლიტიკური მანევრი“ უწოდა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელებმა ბაიდენის წინააღმდეგ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს, რადგან ისინი იძიებენ მისი შვილის, ჰანთერ ბაიდენის საქმიან გარიგებებს.
გამოძიება ორიენტირებულია იმაზე, ისარგებლა თუ არა ბაიდენმა ჰანტერ ბაიდენის საქმიანი გარიგებებით. ბაიდენმა აღნიშნა, რომ როდესაც ულტრამემარჯვენე რესპუბლიკელი დეპუტატი და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთგული მოკავშირე, ტეილორ გრინი პირველად აირჩიეს აშშ-ის კონგრესში, მან თქვა, რომ პირველი, რისი გაკეთებაც სურდა, იყო მისი იმპიჩმენტი.
„მე არ ვიცი ზუსტად რატომ, მაგრამ მათ უბრალოდ იცოდნენ, რომ სურდათ ჩემი იმპიჩმენტი. ახლა, რაც შემიძლია გითხრათ, ჩემი იმპიჩმენტი უნდათ, რადგან უნდათ მთავრობის გაჩერება. არ ვარ ორიენტირებული იმპიჩმენტზე“, – განაცხადა ბაიდენმა.
თეთრმა სახლმა დაადანაშაულა ტეილორ გრინი, რომ ზეწოლა მოახდინა წარმომადგენელთა პალატის სპიკერზე, კევინ მაკარტიზე, ვაშინგტონში რესპუბლიკელ ლიდერზე, რათა დაეკვეთა იმპიჩმენტის გამოძიება.