ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ბაიდენმა შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაკვირვებულია თუ არა ის, რომ თურქეთი დათანხმდა შვედეთის გაწევრიანებას, ბაიდენმა უპასუხა: „სულაც არა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განიხილა სამიტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის კონტრშეტევისთვის კრიტიკულ მომენტში იმართება.

„ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე საკითხს: როგორ გავაძლიეროთ ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი და მოვახდინოთ ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების მოდერნიზება. ასევე, ვაპირებთ, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – აღნიშნა ბაიდენმა.