ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, ულფ კრისტენსონთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას სურდა, გაემეორებინა აშშ-ის მხარდაჭერა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მიმართ.
„მოთმინებით ველოდები შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას“, – აღნიშნა ბაიდენმა.
კრისტერსონმა მადლობა გადაუხადა ბაიდენს მიწვევისთვის და განაცხადა, რომ შვედეთი ბაიდენის მხარდაჭერას ძალიან აფასებს.
შვედეთის, თურქეთისა და ნატო-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ხუთშაბათს, ბრიუსელში შედგება, რათა ნატო-ს სამიტის წინ ქვეყნებმა გამოსავალი მოძებნონ.