ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ლიბანში ცეცხლის შესაწყვეტად მუშაობის შესაძლებლობა კვლავ არსებობს, თუმცა ღაზაში ამის მიღწევა უფრო რთული იქნება
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ლიბანში ცეცხლის შესაწყვეტად მუშაობის შესაძლებლობა კვლავ არსებობს, თუმცა ღაზაში ამის მიღწევა უფრო რთული იქნება. ამის შესახებ ბაიდენმა ბერლინში ერთდღიანი ვიზიტის დროს განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა მას წარმოდგენა, როგორ და როდის უპასუხებს ისრაელი ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, ბაიდენმა დადებითად უპასუხა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ბერლინში ვიზიტის დროს ბაიდენმა შეხვედრა გამართა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან, სადაც ყურადღება გაამახვილეს უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერის საკითხზე.