ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კანდიდატები, რომლებიც შუალედურ არჩევნებში დამარცხდებიან და ამის აღიარებაზე უარს იტყვიან, ქვეყანას ქაოსის გზაზე დააყენებენ
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, კანდიდატები, რომლებიც შუალედურ არჩევნებში დამარცხდებიან და ამის აღიარებაზე უარს იტყვიან, ქვეყანას ქაოსის გზაზე დააყენებენ.
ბაიდენის განმარტებით, ამერიკული დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა, რადგან დამარცხებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა 2020 წლის შედეგების აღიარებაზე უარი თქვა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ კანდიდატის მუქარა, რომ უარს იტყვის 8 ნოემბრის არჩევნების შედეგების აღიარებაზე თუ წააგებენ, საფრთხეა დემოკრატიისთვის და ამაზე ბაიდენი პასუხისმგებლობას ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკისრებს.
ამასთან, ბაიდენის თქმით, არჩევნების შედეგების უარმყოფელები შთაგონებულნი არიან დონალდ ტრამპის მაგალითით, რომელიც დღემდე არ აღიარებს 2020 წლის შედეგებს.