ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელის რეაგირება ღაზას სექტორიდან სარაკეტო დარტყმებზე მნიშვნელოვნად გადაჭარბებული არ ყოფილა
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელის რეაგირება ღაზას სექტორიდან სარაკეტო დარტყმებზე მნიშვნელოვნად გადაჭარბებული არ ყოფილა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელის რეაგირება ღაზას სექტორიდან სარაკეტო დარტყმებზე მნიშვნელოვნად გადაჭარბებული არ ყოფილა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

აშშ-ის ლიდერმა სარაკეტო თავდასხმების შემცირების საჭიროებას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რეგიონულ ლიდერებთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

„ერთ-ერთი, რაც ამ დროისთვის ვნახე, არის ის, რომ მნიშვნელოვანი გადაჭარბება არ ყოფილა. საკითხი მდგომარეობას იმაში, თუ როგორ მივიდეთ წერტილამდე, როდესაც იქნება თავდასხმების მნიშვნელოვანი შემცირება, განსაკუთრებით სარაკეტო თავდასხმები, რომლებიც განურჩევლად ხორციელდება დასახლებულ პუნქტებზე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.