ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ იემენში „ჰუსიტების“ პოზიციების დაბომბვამ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები ვერ შეაჩერა და მათ წინააღმდეგ აშშ-ის სამხედროების ოპერაციები გაგრძელდება
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ იემენში „ჰუსიტების“ პოზიციების დაბომბვამ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები ვერ შეაჩერა და მათ წინააღმდეგ აშშ-ის სამხედროების ოპერაციები გაგრძელდება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იემენში „ჰუსიტების“ პოზიციების დაბომბვამ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები ვერ შეაჩერა.

ბაიდენის თქმით, შიიტი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ის სამხედროების ოპერაციები გაგრძელდება.

პარალელურად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბრინა სინგჰმა აღნიშნა, რომ აშშ არ არის ომში „ჰუსიტებთან“, არ სურს რეგიონული კონფლიქტი და აშშ-ის მოქმედებებს მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი აქვს.

„ჰუსიტებმა“ სავაჭრო გემებზე შეტევა ნოემბერში დაიწყეს და განაცხადეს, რომ ისინი პასუხობენ ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზაში. მას შემდეგ ჯგუფმა დაიწყო ათობით თავდასხმა კომერციულ ტანკერებზე, რომლებიც წითელ ზღვაში ცურავენ. საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა 11 იანვარს დაიწყეს საჰაერო თავდასხმების ტალღა „ჰუსიტების“ სამიზნეებზე.