ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო ომის შემდეგ პალესტინის ადმინისტრაციამ უნდა მართოს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო ომის შემდეგ პალესტინის ადმინისტრაციამ უნდა მართოს.
„რადგან ჩვენ მშვიდობისკენ ვისწრაფვით, ღაზა და დასავლეთ სანაპირო უნდა გაერთიანდეს ერთიანი მმართველობითი სტრუქტურის ქვეშ, საბოლოო ჯამში, აღორძინებული პალესტინის მმართველობის ქვეშ, რადგან ჩვენ, ყველანი ვმოძრაობთ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის პრინციპისკენ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ უნდა მოხდეს პალესტინელების იძულებითი გადაადგილება ღაზის ტერიტორიიდან, ასევე მათი ალყაში ან ბლოკადაში მოქცევა.
„მე ხაზგასმით ვუთხარი ისრაელის ლიდერებს, რომ ექსტრემისტული ძალადობა პალესტინელების წინააღმდეგ დასავლეთ სანაპიროზე უნდა შეწყდეს და ძალადობის ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა ბაიდენმა.