ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია, კიდევ რამდენიმე საკითხია, მაგრამ, ვფიქრობ, შანსი გვაქვს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რეგიონში არავინ უნდა განახორციელოს ქმედებები, რომლებიც ძირს გამოუთხრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პროცესს.
მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები დოჰაში ბოლო 48 საათში იყო ყველაზე კონსტრუქციული, რაც ყოფილა მრავალი თვის განმავლობაში.