ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა კვლავ რეალისტურია
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა კვლავ რეალისტურია.
„ოდესმე თუ მითქვამს, რომ ეს არარეალისტურია, მაშინ ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ წავიდეთ. ბევრი რამ არ ჩანს რეალისტური, სანამ არ გავაკეთებთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მცდელობა“, – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ და განაცხადა, რომ აშშ ცდილობს, უზრუნველყოს ჩრდილოეთ ისრაელის, ასევე სამხრეთ ლიბანის მოსახლეობის თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება.
„ჩვენ განვაგრძობთ მცდელობას და თავიდანვე ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ როგორც ჩრდილოეთ ისრაელის, ასევე სამხრეთ ლიბანის მოსახლეობამ შეძლოს თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება. სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, ჩვენი მთელი გუნდი და დაზვერვის თანამშრომლები ცდილობენ ამის მიღწევას. ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, სანამ არ მივაღწევთ მიზანს, მაგრამ გასავლელი გზა ჯერ კიდევ გვაქვს“, – აღნიშნა ბაიდენმა.