ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ წევრებთან უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხები განიხილა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „დიდი შვიდეულის“ წევრებს ესაუბრა. ამის შესახებ ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს.
„ვესაუბრე „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს, რათა განგვეხილა ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ვისაუბრეთ ძალისხმევაზე, რათა რეაგირება მოვახდინოთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სიტუაციაზე”, – წერს ბაიდენი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისინი აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას და აგრძელებენ რეაგირებას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.