ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ხელს არ უწყობს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ხელს არ უწყობს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას. ამის შესახებ ბაიდენმა ენდრიუს ბაზაზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვას, გაანადგურა თუ არა ჰანიეს მკვლელობამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შანსები, ბაიდენმა უპასუხა, რომ „ეს ხელს არ უწყობს“.
ბაიდენის თქმით, მას ჰქონდა საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
„ძალიან შეშფოთებული ვარ ამის გამო. მე მქონდა პირდაპირი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან დღეს და მან ეს ძალიან პირდაპირ გაიგო. ჩვენ გვაქვს საფუძველი ცეცხლის შეწყვეტისთვის. მათ წინ უნდა იმოძრაონ და გააკეთონ ეს ახლა“, – განაცხადა ბაიდენმა.