ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
დღეს ვაცხადებ კიდევ ერთ, 800 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას, რაც გაზრდის უკრაინის შესაძლებლობას აღმოსავლეთში ომისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის განმარტებით, ეს პაკეტი მოიცავს მძიმე არტილერიას, ჰაუბიცებს და 144 000 საბრძოლო ჭურვს ამ ჰაუბიცებისთვის.
ჯო ბაიდენის ინფორმაციით, დახმარება ასევე მოიცავს ტაქტიკურ უპილოტო თვითმფრინავებს.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ უკრაინას გადავეცით იარაღი და აღჭურვილობა რეკორდულ დროში. გავაგზავნეთ ათასობით ჯავშანსაწინააღმდეგო, ანტისარაეკტო სისტემები, ვერტმფრენები, უპილოტო აპარატები, ყუმბარმტყორცნები, შაშხანები, სარადარო სისტემები. 50 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა. მხოლოდ აშშ-მა უკრაინას გაუგზავნა 10 ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა უკრაინაში მყოფ თითოეულ რუსულ ტანკზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის დროულად გადაცემას და ვეხმარებით რუსული აგრესიისგან თავდაცვაში. ჩვენ ასევე ვეხმარებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან.
ჩვენ ამ ყველაფერს ვუგზავნით თავისუფლების ბრძოლის ხაზზე მყოფ უშიშარ და გამოცდილ უკრაინელ მებრძლებთან. ჩვენ ახლა უნდა დავაჩქაროთ დახმარების პაკეტის გადაცემა, რომ უკრაინელები მოემზადონ რუსეთის შეტევისთვის, რომელიც იქნება უფრო შემცირებული გეოგრაფიულად, მაგრამ არა სისასტიკის კუთხით. შემდეგ კვირაში მე კონგრესს გავუგზავნი დახმარების ბიუჯეტის მოთხოვნას, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის შეიარაღების და აღჭურვილობის გადაცემა შეფერხების გარეშე გაგრძელდეს. ასევე, უკრაინელი ხალხისთვის ეკონომიკური დახმარების უზრუნველყოფისთვის. ჩვენი ერთობა სახლში და ჩვენი ერთობა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და უკრაინელებთან არის უტყუარი გზავნილი პუტინის მიმართ, რომ არ ექნება წარმატება უკრაინის ოკუპაციაში. ეს არ მოხდება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამავდროულად, ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ აპირებს დამატებით 500 მილიონი დოლარის ეკონომიკურ დახმარებას უკრაინის მთავრობისთვის.
„დღეს აშშ აცხადებს, რომ გვაქვს განზრახვა, უზრუნველვყოთ დამატებით 500 მილიონი დოლარის ეკონომიკური დახმარება უკრაინის მთავრობისთვის. ეს ფული დაეხმარებათ მათ ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის და რეგიონების დახმარებისთვის, რომელიც განადგურდა რუსების მიერ. გასულ კვირებში ვნახეთ საშინელი ჰუმანიტარული საფასური პუტინის ამბიციების, რომ დაიპყროს და აკონტროლოს.
გასულ თვეში, ევროპაში ყოფნისას გამოვაცხადე, რომ აშშ მიიღებს 100 000 უკრაინელს, რომელიც პუტინის ომის მანქანას გაექცნენ. უკვე მივიღეთ ათობით ათასი უკრაინელი აშშ-ში. დღეს მე ვაცხადებ ახალ პროგრამას უკრაინელებისთვის, რომლებიც ეძებენ თავშესაფარს, რომ ევროპიდან პირდაპირ აშშ-ში ჩამოვიდნენ. ეს უზრუნველყოფს უკაინელებისთვის მიზანშეწონილ არხებს უსაფრთხო ლეგალური მიგრაციისთვის, რომლებსაც ჰყავთ სპონსორი აშშ-ში, როგორიცაა ოჯახი ან არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ განვაგრძობთ პუტინზე ზეწოლას და რუსეთის მეტ იზოლაციას მსოფლიოში. გუშინ სახაზინო დეპარატამენტმა მიიღო დამატებითი ზომები იმ სუბიექტებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ სანქციებზე თავის არიდებას“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.