ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უბიძგებს ისრაელსა და „ჰამასს“, ბრძოლის შეჩერებისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უბიძგებს ისრაელს და „ჰამასს“, მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ბრძოლის შეჩერებას და მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
„არანაირი მოლოდინი ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას ვდებთ“, – აღნიშნა ბაიდენმა მედიასთან საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტს ასევე კითხეს პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზეც, სადაც აღნიშნულია, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში 20 000-ზე მეტი პალესტინელია გარდაცვლილი, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ ეს ტრაგიკულია.