აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი მითითებით, აშშ-ის სამხედროები აქტიურად უჭერდნენ მხარს ისრაელს ირანის თავდასხმისგან დაცვაში.
ჯო ბაიდენის თქმით, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმა არაეფექტური იყო.
„ეს არის ისრაელის სამხედრო შესაძლებლობების დადასტურება. აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელს“, – განაცხადა ბაიდენმა.