ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში ახლა 40%-ით ნაკლები მიგრანტი შედის, ვიდრე ტრამპის დროს, რადგან სასაზღვრო კონტროლი გაძლიერებულია
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი ტელედებატები მიმდინარეობს. დებატების ერთ-ერთი თემა საიმიგრაციო კრიზისია. წამყვანმა ბაიდენს კითხვა დაუსვა ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ოდენობის მიგრანტების შესვლასთან დაკავშირებით.
ბაიდენის თქმით, ახლა 40%-ით ნაკლები მიგრანტი შედის შეერთებულ შტატებში, ვიდრე ტრამპის დროს, რადგან გაძლიერებულია სასაზღვრო კონტროლი და თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განმხილველი ოფიცრების ოდენობა. ბაიდენის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის დროს ის აშორებდა მცირეწლოვნებს ოჯახებისგან.
„როდესაც მე კანონი შევცვალე, ეს გავაკეთე იმგვარად, რომ ახლა 40%-ით ნაკლები ადამიანი შემოდის საზღვარზე ლეგალურად და ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე მისი ადმინისტრაციის დასრულებისას იყო“, – განაცხადა ბაიდენმა დებატებისას.
ბაიდენის თქმით, ისინი განაგრძობენ სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას მეტი სასაზღვრო პერსონალის დამატებით.